საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას აღარ იკავებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუცხადა და წარმატებები უსურვა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძეს დეპუტატი გუბაზ სანიკიძე შეცვლის.