საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, კიევს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ „ღირსების მარშში,” რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება, სხვა ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.