ერთ დღეში ლარი, დოლართან მიმართებით, 3 თეთრით გაუფასურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ეროვნული ბანკი" აქვეყნებს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალიდან 2.1771 თეთრი იქნება.
სავალუტო ჯიხურებში კი, დღეის მდგომარეობით, ლარის გაცვლითი კურსი 2.21 თეთრია. კომერციულ ბანკებში ლარის გაცვლითი კურსი დღეს 2.23 თეთრია.