16 იანვარი 2026,   09:33
ვრცლად
აჭარის უმარლეს საბჭოში არსებული დაპირისპირების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახევბა გახდა საჭირო

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მედეა ვასაძემ ვიცე-სპიკერ ბაციკაძის წინააღმდეგ პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები გაასაჯაროვა.

საქმე ეხება ბაციკაძისა და უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონის წელიწადნახევრის წინანდელი ურთიერთობის ფაქტს. მხარეები დეტალების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებენ. თუმცა, დეპუტატებზე დარიგებული მასალების მიხედვით, საქმე აღიძრა ბაციკაძის სექსუალური ძალადობის მცდელობის მოტივით.

ბაციკაძე აცხადებს, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო უმაღლესმა საბჭომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებს შეწყვიტა.

დავით ბაციკაძე მედეა ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს პირადი ღირსების შელახვისთვის.

სხდომის დაწყებამდე აჭარის უმაღლეს საბჭოს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, რომლის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვიცე- სპიკერის გადასაყენებლად, შეუძლოდ გახდა. სვეტლანა კუდბას სამედიცინო პირველადი დახმარების სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.

უმაღლეს საბჭოში იმყოფება მურმან დუმბაძე. იგი დეპუტატებზე რამე სახის ზეწოლას გამორიცხავს.

დღის ამბები