იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველსა და მასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ თემს გვარ-სახელის პრობლემა აწუხებს და სურს მათი ისტორიული გვარების აღდგენა.
„მიზანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მოისმინონ იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც მათ აწუხებთ. ასეთი საკითხი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია,” - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც გაიმართება.