15 იანვარი 2026,   13:09
ვრცლად
ლარს ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი აქვს

მთავრობის გადაწყვეტილებას ლარის სესხით გამყარების თაობაზე სპეციალისტები უპერსპექტივოდ მიიჩნევენ. ექსპერტებმა უკვე დაიწყეს იმ ზარალის დათვლაც, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად მოქალაქეებმა მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებში" აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განსაკუთრებით ისინი დააზარალა, ვისაც სესხი დოლარზე აქვს აღებული.

სავალუტო ჯიხურებსა და კერძო ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარასა და 20 თეთრს გადააჭარბა.

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ პარლამენტშიც.

„ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გადაჭრის მიზნით ხელისუფლებას რამდენიმეპუნქტიან გეგმას სთავაზობს და პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრების მისვლას ითხოვს.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გეგმის გათვალისწინებას არ გეგმავს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს.

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

"ეროვნულმა ბანკმა" ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ცოტა ხნის წინ დაადგინა. ხვალიდან 1 დოლარის შეძენა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2 ლარი და 14 თეთრის ნაცვლად, 2 ლარად და 17 თეთრად არის შესაძლებელი.

დღის ამბები