ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე, ვენაში ოფიციალურ ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. თუმცა, დოლიძის მიერ ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი უცნობია.
ვიზიტის შეწყვეტის მიზეზებზე დოლიძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.
18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა, სადაც მონაწილეობას ვიქტორ დოლიძე იღებდა.