საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადახედვას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობას 5%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, ამის გადახედვა შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს.
"ჩვენ ვაპირებთ, გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებს გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1-2%-ია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონკრეტულად რამდენით შეიძლება შემცირდეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია.