15 იანვარი 2026,   06:53
ვრცლად
ახალგაზრდამ ბიძა და ძმისშვილი სანადირო თოფით მოკლა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდამ ბიძა და ბიძაშვილი სანადირო თოფით მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გარდაცვლილები საკუთარი სახლის წინ იმყოფებოდნენ.

მოკლულებს ესქპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში უტარდებათ.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.

ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

საქმე აღძრულია 109-ე მუხლით.

დღის ამბები