უკრაინაში ღირსების რევოლუციის წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მხარი დაუჭირეს და სოლიდარობის აქცია გამართეს, აჭარის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბათუმში.
გზა პარტიის ოფისიდან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ქართველი გმირების მემორიალამდე, პოლიტიკოსებმა და მათმა მხარდამჭერებმა ფეხით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით გაიარეს. მშვიდობიან აქციაში ათობით ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას.
აქციის მონაწილეები მიესალმებიან უკრაინის ევროპულ არჩევანს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.