13 იანვარი 2026,   18:30
ვრცლად
გაუფასურებული ლარი 11 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ლარი დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებად 2.17 ლარი განისაზღვრა. პოსტსკრიპტუმმა ეროვნული ვალუტის ქრონოლოგიას გადახედა და გაირკვა, რომ ლარის გაუფასურების დღევანდელი ნიშნული 11 წლის წინანდელს ემთხვევა. 

გასული წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ვალუტა 25%-ით გაუფასურდა.

პოსტსკრიპტუმმა რეგიონის ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება საქართველოს შეადარა და შემდეგი შედეგი მიიღო:

მაშინ, როცა საქართველოში ლარი 15%-ით გაუფასურდა, ამავე პერიოდში უკრაინაში გრივნამ 75%-იანი ვარდნა განიცადა. ევროპის სანქციების მიუხედავად, რუსული რუბლის  გაუფასურების მაჩვენებელმა მხოლოდ 7% შეადგინა. რაც შეეხება სომხეთს, აქ დრამი 1%-ით გაუფასურდა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები