13 იანვარი 2026,   16:21
ვრცლად
"სავალუტო ფონდის" წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მისია საქართველოშია. ლარის კურსი და ეკონომიკის გადარჩენის გზები მთავარი პრობლემები ის საკითხებია, რომლებზეც უცხოელი სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ.

ვიზიტის დაწყების პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია ფონდიდან ახალი კრედიტის აღების შესაძლებლობაზე.

პირველი შეხვედრა, რომელსაც სავალუტო ფონდის წარმომადგენლები თბილისში მართავენ, დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ფონდის ექსპერტები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან მართავენ მოლაპარაკებას.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები