16 იანვარი 2026,   04:53
ვრცლად
"სხდომის ჩაშლას მე ნუ დამაბრალებთ," - ქუცნაშვილი გვენეტაძის კანდიდატურის განხილვაზე

ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ. სხდომა იურიდიულ კომიტეტში უნდა გამართულიყო, თუმცა, არსებული ინფორმაციით, 15 დეპუტატიდან სხდომაზე 6 არ გამოცხადდა.

ერთ-ერთი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელიც, ნინო გვენეტაძის მსგავსად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო წარდგენილი, თუმცა პრეზიდენტმა არჩევანი გვენეტაძეზე შეაჩერა. 

ზაქარია ქუცნაშვილი სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობდა. 

"იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თუ ვინმეს მისვლა უნდოდა, მისულიყო, გზა ხსნილი იყო. კომიტეტის სხდომაზე მივალ და დავესწრები, მაგრამ მონაწილეობას არ მივიღებ კანდიდატურის განხილვაში, ეს არ არის პროტესტი, ეს ახალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაა," - აცხადებს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები