აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის კიდევ 5 მგზავრის იდენტიფიცირება მოხდა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ნეშტების იდენტიფიკაციაზე უცხოელი ექსპერტებიც მუშაობდნენ.
დევნილთა სამინისტროს განმარტებით, წითელ ჯვართან ერთად გრძელდება მუშაობა სოხუმთან სხვა საფლავების ექსჰუმაციაზეც. 2 თვის წინ, საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, უკვე მოხდა 4 ნეშტის იდენტიფიცირება.
ერთობლივი მუშაობის პროცესში დაგეგმილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საფლავების გახსნაც.
„პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება და უახლოეს პერიოდში ველოდებით კიდევ 7 გმირის მონაცემებს, პარალელურად, გრძელდება მუშაობა აფხაზეთის მხარესთან, როგორც იმ ქართველების გადმოსვენებაზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე სამარხების გახსნაზეც,” - განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.