10 იანვარი 2026,   03:51
ვრცლად
დავით კირკიტაძისთვის ბრალის წაყენებას "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკურ დევნად აფასებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დავით კირკიტაძისთვის ბრალის წაყენებას "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკურ დევნად აფასებენ. პარტიაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დასუსტებას ისახავს მიზნად. 

"სამწუხაროდ, ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რაც 2 წელია მიმდინარეობს. ეს არის მორიგი აფეთქება, რომელიც მწვავე ეკონომიკურ კრიზისს ემთხვევა. ეს ხალხი დაპირებების შესრულების ნაცვლად ეწევა შერჩევით და პოლიტიკურ დევნას. მათ მხოლოდ ეს ესმით და ამ მიმართულებით შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მეტი კომპენტენცია და ხედვა არ გააჩნიათ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ მმართველ კოალიციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება სურს. 

"ამ საქმეში თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზეა ლაპარაკი, ჩვენთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები