გორის ცენტრალურ საფხებურთო მოედანზე ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა ცხინვალის "ლიახვსა" და "თბილისს" შორის მიმდინარეობს.
"თბილისის" შემადგენლობაში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო გუნდის წევრები მონაწილეობენ. საფეხბურთო გუნდ "თბილისის კარს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავს. კაპიტანი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია. მატჩში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც მონაწილეობს.
ამხანაგური შეხვედრა 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერმინისტრი შეხვედრის მეორე ნახევარში ცხინვალის "ლიახვში" ითამაშებს. ამ გუნდში თამაშობენ ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც არიან ეთნიკურად ოსები და მათი ნაწილი ცხოვრობს ცხინვალში, ნაწილი კი ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს.
ამხანაგურ მატჩის დაწყებამდე სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა პრემიერ მინისტრის წარმომადგენლებთან ერთად მოთელვა გაიარეს. შეხვედრის წინ გაკეთდა კომენტარებიც.
"უფრო მეტი ვიდრე სპორტი" - ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე შეხვედრა. პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა იქნება შედეგის მომტანი კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ღარიბაშვილის განცხადებით ეს შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქართველი და ოსი ხალხის ძმობის აღდგენისაკენ.
შეხვედრას ქალაქ გორის ცენტრალურ სტადიონზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც ესწრება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვედრაში არ მონაწილეობს, თუმცა მთავრობის ინიციატივას მიესალმება. "ეს არის სპორტი პოლიტიკის გარეშე", - აცხადება მინისტრი ჟუნრალისტებთან საუბრისას.