ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრს ფრაქციის სხდომაზე ისევ ელოდება. ალექსანდრე ჭიკაიძეს ოპოზიცია ქვეყანაში არსებული კრიმინოგენულ ვითარებაზე სასაუბროდ იწვევს.
ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა დამძიმებულია და შს მინისტრი ვალდებულია, პარლამენტში მივიდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს.
„შს მინისტრს განმეორებით ვიწვევთ ფრაქციის სხდომაზე პარლამენტში, ქუთაისში იმისთვის, რომ ის მობრძანდეს და ვიმსჯელოთ დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე. შს მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში, ფრაქციის სხდომას დაესწროს და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აქვთ პარლამენტის წევრებს,“ - განაცხადა გაბაშვილმა.