თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გოგლიჩიძე უარყოფს დილიდან გავრცელებულ ხმებს მერის ორი მოადგილის - ალექსანდრე მარგიშვილისა და გიორგი ხელაიას გადადგომის თაობაზე და ამბობს, რომ მასაც აინტერესებს ინფორმაციის პირველწყარო. გოგლიჩიძესთან "რუსთავი 2-მა" სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა.
„საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ფაქტობრივად, სუროგატი ინფორმაცია ტრიალებს მედიაში. ძალიან სამწუხაროა! მეც გამიჩნდა კითხვები, თუ რაზე დაფუძნებით გავრცელდა ეს ამბავი,” - აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე,