ქუთაისში გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები დამნაშავის დაკავებას ამ დრომდე ითხოვენ. დღეს დაღუპულის ოჯახის წევრებმა გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის დედამ რუსუდან ნანავამ იმ ადგილს, სადაც მისი შვილი დაიღუპა, ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები დამნაშავის დაკავებას უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ.
6 თებერვალს ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 19 წლის ნანა გიგლემიანის დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა, 19 წლის ახალგაზრდა კი ადგილზე გარდაიცვალა.
ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებთან დღეს სამართალდამცველები იყვნენ მისულები, რომლებმაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს პირობა მისცეს, რომ დამნაშავე რამდენიმე დღეში დააკავებენ. ამის შემდეგ აქცია დაიშალა.