2016 წლიდან სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მანტიით გამოცხადდებიან, გადაწყვეტილება ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციამ მიიღო. პროფკავშირებში გამართულ შეხვედრას რომელსაც 402 ადვოკატი ესწრებოდა ინიციატივას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
წინააღმდეგი მხოლოდ ერთი მოსამართლე იყო. ვასილ ოსეფაშვილის აზრით ასოციაცია არასწორად ანაწილებს პრიორიტეტებს. ადვოკატი ჟუნრალისტებთან საუბრისას აცხადებს რომ ასოციაციაში ფინანსური ვარქხანალიაა და შეინიშნება ნეპოტიზმის ნიშნებიც. ოსეფაშვილს არასწორად მიაჩნია ადვოკატთა მხრიდან მანტიის ტარების საკითხზე დროის დაკარგვა.
ადვოკატთა ასოციაციის სხდომაზე მიიღეს გადაწყტილება იმასთან დაკავშირებით რომ დაწესდება პროფესიული ჯილდოც. თუ რა სახე ექნება ჯილდო ამის შესახებ სარევიზიო კომისია იმსჯელებს. სწორედ ეს კომისია განსაზღვრავს მანტიის დიზანსა და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს.