”გვაქვს კონსტიტუციური ვადა და კონსტიტუციურ ვადებში გაგცემთ პასუხს,” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლარის კურსზე "ნაციონალური მოძრაობის" რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას აინტერესებს ლართან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმის განხილვა.
"შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ ბევრი კომპეტენტური პირისგან, ახლა ჩვენ ველით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანლიზში ჩვენ ვხედავთ დეტალურ გაშლას, თუ რა იყო განმაპირობებლი ფაქტორები, დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.