13 იანვარი 2026,   04:09
ვრცლად
პარლამენტში საგანგებო სხდომა ხვალ, 14 საათზე დაინიშნა

საკანონმდებლო ორგანოში სავალუტო კრიზისის შესახებ იმსჯელებენ.  

საგანგებო სხდომა ხვალ, 14 საათზე დაინიშნა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება. ამასთან, მათ ბიუროს სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოწვევა მოითხოვეს.

სხდომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები დაესწრებიან. უცნობია, დაესწრებიან თუ არა სხდომას მმართველი კოალიციის წევრები.

დღის ამბები