13 იანვარი 2026,   09:04
ვრცლად
სერბეთში ფეხბურთელს მოკვლით დაემუქრნენ

სერბეთში ფეხბურთელს, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, გულშემატკივრები მოკვლით დაემუქრნენ. 

სერბულ კლუბ „ნოვი პაზარას” ფეხბურთელმა ჟარკო უდოვიჩიჩმა სერბულ „რადთან” თამაშის დროს თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მისი გუნდი 0:1 დამარცხდა. თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ კლუბის რამდენიმე გულშემატკივარი საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრა და ფეხბურთელს სახეზე იარაღის ლულა მიადეს. ისინი ფეხბურთელს მოკვლით ემუქრებოდნენ. 

ინციდენტის შემდეგ უდოვიჩიჩმა კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

დღის ამბები