საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსკოვში მოკლული ბორის ნემცოვის ფაქტზე პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ "ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის".
ამის შესახებ მარგველაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული," - წერს გიორგი მარგველაშვილი.