ავღანეთში, მაზარიშარიფში გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულმა, გაძლიერებული ასეულის ქართველმა სამხედროებმა მოტორიზირებული პატრულირება განახორციელეს.
ქართველმა სამხედროებმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.
მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოში 13 კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიაში 5 თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა.
გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.