მკვლელობა ბათუმში. დაუდგენელმა პირმა 53 წლის მამაკაცს დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა გარდაცვლილის ძმის სახლთან, ხიმშიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა, როგორც აცხადებენ, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.
სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით, მამაკაცმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.