13 იანვარი 2026,   21:51
ვრცლად
"იმ ქონების გადაცემაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია," - ზვიად ძიძიგური პროკურატურის ახალ დეპარტამენტზე

„არის საუბარი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებაზე, რომელიც არის უსამართლოდ ჩამორთმეული" - ეს განაცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრმა ზვიად ძიძიგურმა პროკურატურის ახალ დეპარტამენტთან დაკავშირებით გააკეთა.

ძიძიგურის თქმით, პროკურატურა არ ეხება გადაყიდული ბიზნესის თემას. 

"ეხება სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, სადაც სახელმწიფოს აქვს ის ქონება, რომელიც ჩამორთმეული იყო, ამ ქონების გადაცემაზეა საუბარი და არა იმ თემაზე, რომ ახლა ბიზნესები გადაყიდულია," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი იწყებს მუშაობას. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უწყებაში შესული საჩივრებს შესწავლაა.

უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი იმ განცხადებებს მიენიჭება, რომლებიც ინფორმაციას შეიცავს ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის შესახებ და რომელშიც საუბარია საჯარო მოხელის მონაწილეობაზე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები