ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობას საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
სერგო რატიანი აცხადებს, რომ საყდრისთან დაკავშირებით უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა რამდენჯერმე დაიბარეს კულტურის მინისტრი, რომელიც შეხვედრაზე არ მივიდა. მისი თქმით, არასამთვრობო ორგანიზაციებიც მოითხოვდნენ შეხვედრას განათლების კომიტეტში და გიორგაძე არ გამოცხადდა.
"სამაგიეროდ, დღეს ხვდება განათლების კომიტეტის უმრავლესობის წევრებს სრულიად სხვა სკითხზე, ეს არის შემაშფოთებელი," - განაცახადა სერგო რატიანმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი კი აღნიშნავს, რომ საყდრისზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შეთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია.
ირაკლ ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის "გაუგებარია, როდესაც კანდიდატურებს წარადგენენ და შემდეგ ამბობენ, რომ შეიძლება ამ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირონ."
საყდრისის საბადოს შესახებ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ RMG GOLD-ისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.