15 იანვარი 2026,   02:42
ვრცლად
"ნემცოვის მკვლელობა კიდევ ერთი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის," - ვანო მაჭავარიანი

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი შეძრწუნებულია ბორის ნემცოვის მკვლელობით და ამბობს, რომ ის ყველაზე პროგრესული რუსი პოლიტიკური ლიდერი იყო. 

ვანო მაჭავარიანის აზრით, ნემცოვის მკვლელობა რუსეთის სახეს კარგად წარმოაჩენს და საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის უკეთესად წარმართვისკენ მოუწოდებს.

"ის იყო ყველაზე პროგრესული პოლიტიკური ლიდერი რუსეთში და ასე უმოწყალოდ მოკლეს. უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ეს არის გზავნილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის. საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად უნდა შეიმუშავოს გეგმა, როგორ აღუდგნენ ამ ძალას," - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები