10 იანვარი 2026,   12:40
ვრცლად
საბურთალოს გამგებელი თანამშრომლის დაკავებას ადასტურებს

საბურთალოს რაიონის გამგებელი ადასტურებს, რომ მისი თანამშრომელი მიხეილ ქვირია ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

ბექა მიქაუტაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად, რის გამო აიყვანეს ქვირია.

საბურთალოს გამგებელი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიოს.

მიქუტაძის განმარტებით, დაკავებული საბურთალოს გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა. მიხეილ ქვირია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

მიხეილ ქვირია ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს დილით დააკავეს.

დღის ამბები