15 იანვარი 2026,   08:42
ვრცლად
სასჯელაღსრულების მინისტრმა ახალი მოადგილე კახა კახიშვილი წარადგინა

იურისტი კახა კახიშვილი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა თავად მიაწოდა. მღებრიშვილის უწყებაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ჟურნალისტებთან კომენტარი თავად კახიშვილმაც გააკეთა. იურისტი და ახლა უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სანამ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდებოდა, დეპრესიაში ჩავარდა.

„ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ლამის დეპრესიაშიც ჩავვარდი,“- განაცხადა კახიშვილმა და მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახიშვილი ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ყველაზე მძიმე სისტემაა და ბევრ რეფორმას საჭიროებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები