15 იანვარი 2026,   01:37
ვრცლად
"არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად ცოტა ავტომობილი და ბენზინი ვიყიდოთ, არ გავარემონტოთ შენობები," - ნოდარ ხადური მთავრობას მიმართავს

საქართველოში შექმნილი მძიმე სავალუტო კრიზისის გამო საქართველოს მთავრობა თანხების ხარჯვას ამცირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ვერ გარემონტდება სამთავრობო სტრუქტურების შენობები, მაღალჩინოსნები რბილ ავეჯს და ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ. 

ფინანსთა სამინისტრო კი სახელმწიფო უწყებებისა და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაციას არაუგვიანეს 16 მარტისა ელოდება. 

"ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა. დაახლოებით 30 პროცენტით შევამციროთ საწვავის ხარჯი, რაც, რა თქმა უნდა, არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს ჩვენ გთავაზობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია, რომ მიმწვევი მხარის მიერ იქნეს თუნდაც 80 პროცენტი ანაზღაურებული," - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 

დღის ამბები