მკვლელობა ჭუბერში. 30 წლის ლევან ჩხეტიანი ჭუბერში მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ჩხეტიანს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა დაჭრილი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჩხეტიანი 43 წლის ნირი ნერსავიძემ მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას და ის ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციაში გადაჰყავთ.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. ჩხეტიასა და ნარსავიძეს შორის დაპირისპირება 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მათ ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.