პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილესი ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდ ”ბლექსტოუნ ჯგუფის” შვილობილი კომპანიის ”ფისტერა ენერჯის” წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესშესაძლებლობები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკის სექტორში საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ”ფისტერა ენერჯის” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში.