14 იანვარი 2026,   08:25
ვრცლად
თინა ხიდაშელი უვადო პატიმრობამისჯილების შეწყალებას არ ემხრობა

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე თინა ხიდაშლი უვადო პატიმრობამისჯილების შეწყალებას არ ეთანხმება. თუმცა მისი თქმით, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.

„თუ ზოგად კატეგორიებზე ვლაპარაკობთ, მე არ ვიზიარებ პოზიციას, რომ უვადო პატიმრები შეწყალებას უნდა დაექვემდებარონ. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მას ნებისმიერი ადამიანი შეუძლია შეიწყალოს, მაგრამ, როდესაც ისეთ დანაშაულს ჩადიხარ, რომელიც თავისი არსით ასეთ სასჯელს ითვალისწიენებს, შენ უნდა იცოდე, რომ  ეს პატიმრობა უვადოა და ის უვადოობა გარდაუვალია“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ევროპული კონვენციაც ითვალისწინებს. „ის სტანდატი, რომელსაც გვთავაზობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ითვალისწინებს უვადო პატიმართა საქმეების პერიოდულ გადასინჯვას, რომლითაც დგინდება, შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნეს ასეთ პირთა მიმართ ვადაზე ადრე გათავისუფლება, ან შეწყალება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც შესაძლოა უვადო პატიმრების შეწყალება მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები