12 იანვარი 2026,   08:02
ვრცლად
გურჯაანის რაიონში 2 მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში წუხელ, გვიან ღამით 2 სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიის მეპატრონეების თქმით, წაღებულია სხვადასხვა სახის პროდუქტი და გარკვეული ოდენობის თანხა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები