რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ დიდუბის გამგეობასთან კვლავ ხალხმრავლობაა. ამჯერად შენობასთან გამგებლის ირმა ზავარდაშვილის მხარდაჭერები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ ზავარდაშვილს და აცხადებენ, რომ დიდუბის გამგეობის მუშაობით კმაყოფილები არიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დილით გამართული აქცია "ნაციონალების" მიერ იყო პროვოცირებული.
დილით ირმა ზავარდაშვილის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის დროს აქციის მონაწილეებსა და გამგეობის თანამშრომლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები დიდუბის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ.