14 იანვარი 2026,   08:24
ვრცლად
ირაკლი ალასანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ განცხადებით ის სირიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.  

„ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უნდა შევქმნათ ის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ გამოწვევებზე საპასუხოდ სჭირდება. როგორც ინდივიდუალურად ქვეყანამ, ასევე ერთობლიობაში ჩვენს ამერიკელ და ნატო-ელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ალასანიამ.

შეუქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას სირიაში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნა, ამ კითხვაზე კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ მთავრობაში. 

დღის ამბები