12 იანვარი 2026,   06:00
ვრცლად
"ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი," - ხადური პრეზიდენტთან დადებულ შეთანხმებას არ აღიარებს

"ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მარგველაშვილმა მთავრობის მისთვის ანტიკრიზისული  გეგმის წარდგენის პირობა შეახსენა. 

როგორც ხადურმა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აღნიშნულის შესაბამისად, მან და ეკონომიკის მინისტრმა 5 მარტს ინფორმაცია მთავრობას წარუდგინეს. 

პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა პრეზიდენტს პირობა მისცეს, რომ მას ანტიკრიზისულ გეგმას 5 მარტამდე წარუდგენდნენ და ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრეზიდენტი აღარ გახსენებია.

   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები