12 იანვარი 2026,   07:32
ვრცლად
როგორი იქნება ბათუმის ოლიმპიური სტადიონი?

"ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში“ ოლიმპიური სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერისთვის მაკეტები წარადგინეს. 

გამოფენაზე 11 სტადიონის პროექტი იყო წარმოდგენილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

ცნობილია, რომ ბათუმის ოლიმპიური სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და ის „ფიფას“ და „უეფას“ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

გამარჯვებული პროექტი 12 მარტს გახდება ცნობილი. 

დღის ამბები