საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა ასეულობით თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჯანელიძე ჭორს უწოდებს.
„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ეს არის ჭორი. სამხედრო პოლიციაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის და რეფორმირების პროცესი. სამხედრო პოლიციის სისტემა და სტრუქტურა იქნება აბსოლუტურად თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. ყველა თანამშრომელს მიეცემა შანსი, რომ ახალი სტრუქტურის ფარგლებში გააგრძელოს მუშაობა," - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.