10 იანვარი 2026,   08:44
ვრცლად
ნოდარ ჯავახიშვილი საკუთარ მინისტრს აკრიტიკებს

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე საკუთარ ხელმძღვანელს და რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს. 

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, შავლიაშვილი არ არის წარმატებული მინისტრი, გარდა ამისა, ზოგიერთ ადგილზე ტენდერების ნაწილი დარღვევებით ტარდება.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ნოდარ ჯავახიშვილი კონკრეტული გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც არ გამორიცხავს.

ქართული ოცნების წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ნოდარ ჯავახიშვილს მსგავსი განცხადების გასაკეთებლად შესაბამისი საფუძველი უნდა ჰქონოდა. მისი თქმით, შესაძლოა განცხადება იქიდან გამომდინარე გაკეთდა, რომ ქვეყანაში ინფრასტურქტურული პროექტების განვითარება და ფულის ათვისება ისე ევრ მიმდინარეობს, როგორც ეს სასურველი იყო.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა უკამოყოფლება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართული ოცნება-კონსერვატორების წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ 2014 წელი ინფრასტურქტურის სამინისტროსთვის საკმაოდ წარმატებული იყო.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2014 წელი სამუშაოს 97-პროცენტიანი შესრულებით დაამთავრა და ასეთი შესრულება ბოლო წლების განავლობაში არ მახსოვს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პირობებში,” - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები