11 იანვარი 2026,   13:55
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს გაიმართება. ინფორმაცია სხდომის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის, 12:00 საათზე დაინიშნა.

განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები იქნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები