ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი უწყებაში 15:00 საათზე მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დავით კირკიტაძის დაკითხვა. საქმე მის ძმას და რუსთავის ავტოდრომს ეხება, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო სახსრების გამოყენებით აშენდა.
კირკიტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს.
„იმის ნაცვლად, ეს ხალხი ფიქრობდეს იმაზე, რომ ხალხი, რომელიც გაჭირვებაში ჩააგდეს, ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ, დაკავებული არიან ისეთი სისულელეებით, რომელთანაც გვაქვს დღეს საქმე,” - განაცხადა დავით კირკიტაძემ უწყებაში შესვლამდე.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა ჩაატარონ გამოძიება, შესაბამისად, აგროვებენ მტკიცებულებებს. გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ისინი ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.