13 იანვარი 2026,   10:26
ვრცლად
მარგველაშვილის კომპრომისი

პრეზიდენტი  საგარეო პოლიტიკაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველანაირ შეზღუდვას  თანხმდება  და მხოლოდ იმას ითხოვს, რომ საგარეო ვიზიტი, თუკი ამ ვიზიტს არ ექნება მოლაპარაკებების და შეთანხმების მიზანი, მთავრობასთან შეუთანხმებლად განახორციელოს.  

ამის შესახებ განცხადება  საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 2 საათის განავლობაში მიმდინარეობდა და  დასრულების შემდეგ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ   პრეზიდენტთან მოლაპარაკებები შედეგიანი იყო და შეთანხმება მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკიტხზე.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა მას დაუდასტურა, რომ არც ერთი შტოს კონკურენტად თავს არ აღიქვამს.

„ანუ პრეზიდენტი იზიარებს იმ კონსტიტუციურ შეზღუდვას, რაც ვრცელდება მის მიმართ საგარეო უფლებამოსილებითი წარმომადგენლობის განხორციელებისას,“ - ამბონს ქუცნაშვილი და დასძენს, რომ „ერთად-ერთი, რასაც პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას უშვებს მთავრობასთან  შეთახმების გარეშე, ეს არის  საგარეო ვიზიტები მოლაპარაკეკების და შეთანხმების მიზნის გარეშე“.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ მან პრეზიდენტს განუმარტა და ისიც დაეთანხმა იმაში, რომ  „მისი საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ის შეზღუდულია მთავრობის  თანხმობის გარეშე მოლაპარაკებების წარმოების ნაწილში;  მთავრობის თანხმობის გარეშე საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ნაწილში; მთავრობის  თანხმობის გარეშე  ელჩების დანიშვნის ნაწილში და  მთავრობის  თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნის ელჩების აკრედიტაციაში“.

გარდა ამისა, ქუცნაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება იმასთან დაკავაშირებით, რომ გააქტიურდება კომუნიკაცია პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.  ასევე  იმაზეც, რომ ხელისუფლების ყველა შტო იხელმძღვანელებს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმებით, მათ შორის მოხდება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებითაც.

„შევთანხმდით მთელ რიგ საკითხებზე. პირველი, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან კომუნიკაციის დალაგებისთვის აუცილებელია სისტემატური შეხვედრების მოწყობა და  პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა,  რომ უახლოეს ხანში შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობას და მზად არის , რომ ყევლა შეკითხვას, რაც კი არსებობს დეპუტაციის შიგნით, გასცეს პასხუსი.  ასევე შევთანხმდით საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას თუ როგორ ხედავს ის   თავის ფუნქციას საქართველოს კონსტიტუციის ძალით,“ - ამბობს ქუცნაშვილი.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. 

ასევე უცნობია, როდის და სად შედგება პრეზიდენტის და უმრავლესობის შეხვედრა, რადგან ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. 

დღის ამბები