საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების წევრმა აღნიშნა, რომ გვენეტაძის კანდიდატურაზე საუბარი ორ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შედგა და პოლიტსაბჭოს წევრები კანდიდატს პოზიტიურად აფასებენ.
"ნინო გვენეტაძე არის მისაღები და კარგი კანდიდატურა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე," - განაცხადა ძიძიგურმა.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურას დეპუტატები, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას უყრიან კენჭს.