გალში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. რაიონში ვითარებას სპეცრაზმი აკონტროლებს. რამდენიმე წუთში კი ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელს რაულ ხაჯიმბას ელოდებიან.
ხაჯიმბა გალის კულტურის ცენტრის შენობის ერთ ფლიგელს გახსნის და მოსახლეობას მიმართავს.
კულტურის ცენტრი 1990-იანი წლების შემდეგ დანგრეული იყო და მისი რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ცენტრი 54 სოფლის მოსწავლეებს მოემსახურება.
გალში საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა რაიონიდან ავტობუსებით ჩაიყვანეს. რაულ ხაჯიმბას დასახვედრად იმყოფებიან ენგურჰესის წარმომადგენლებიც.
"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.