14 იანვარი 2026,   03:28
ვრცლად
"ვულოცავ ნოდარ ხადურს, ის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია," - პავლე კუბლაშვილი

"ორი სხვადასხვა პრეზენტაცია მოვისმინე, ხადური სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოხსენებებს, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. 

პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის მოხსენება არ შეესაბამება საქართველოს რეალობას. 

"გაკვირვებული ვარ, ორი სხვადასხვა პრეზენტაცია მოვისმინე. ვულოცავ ბატონ ნოდარ ხადურს, ის ბედნიერი სახელმწიფო მინისტრია, მის სახელმწიფოში ის კარგად გეგმავს ბიუჯეტს, რომელიც სოციალურად ორიენტირებულია. მართლა მაინტერესებს, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური და სავალუტო კრიზისია, რატომ იზრდება პენსია სექტემბერში და არა დღეს," - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა. 

 

დღის ამბები