14 იანვარი 2026,   09:49
ვრცლად
იწყება თუ არა ბრძოლა პოლიტიკურ ბანაკებს შორის - დღეს "არჩევანში"

პრემიერის ბოლო გაფრთხილება - ვის უჩვენა ირაკლი ღარიბაშვილმა წითელი ბარათი?! მთავრობის მეთაური 19 წლის ახალგაზრდის გატაცების უკან პოლიტიკური ოპონენტების კვალს ხედავს. იწყება თუ არა პრემიერის ბრალდებებით ახალი ღია ომი პოლიტიკურ ბანაკებს შორის?!

ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნებით სადავო ბინების სადარაჯოზე, თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა და გადაკეტილი გზები ფოთში. ვის ადანაშაულებს პრემიერი ხმაურიანი აქციების ორგანიზებაში?! მთავრობის მეთაურმა დღეს თითი ისევ ოპოზიციისკენ გაიშვირა.

მძიმე ბრალდებების პოლიტიკური კვირა არჩევანში - 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა ამბობს, რომ პოლიცია შვილის მკვლელობის აღიარებას აიძულებდა. სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოჯახის ბრალდებებზე?!

ვის შეცვლიან მთავრობაში - პოლიტიკური კულუარებიდან ინფორმაციამ პრესის ფურცლებზე გაჟონა. ემზადება თუ არა პრემიერი მინისტრების მოსახსნელად და რა იციან თავად შავ სიაში მოხვედრილმა მინისტრებმა საკადრო ცვლილებებზე?!

მთავრობის ყველაზე რეიტინგული მინისტრი საკუთარ პარტიას აძლიერებს. ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის პოსტს უბრუნდება. რისთვის ემზადება თავდაცვის მინისტრი და კიდევ ვინ ივარაუდება მის განახლებულ გუნდში?! იწყება თუ არა კოალიციის დაშლის პროცესი?!

რა ხდება მთავრობაში და რას გეგმავს მთავრობა მაშინ, როდესაც სავიზო პოლიტიკის გამო ისტორიული სამშობლოს კარი ათი ათასობით ქართველისთვის იკეტება.

დღეს „არჩევანში“: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი კითხვების პირისპირ; დებატები სტუდიაში; ოპოზიცია და ხელისუფლება;

ყველაფერი, რითაც დაგამახსოვრდათ გასული კვირა - „არჩევანში“

დღის ამბები