13 იანვარი 2026,   15:51
ვრცლად
რუსეთის უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე პუტინისა და ლებედევის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ არის

სად არის პუტინი, ამ კითხვაზე კრემლმა ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. 

კრემლის ვებგვერდზე ფოტო და ვიდეომასალაც გამოქვეყნდა, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში წერენ, რომ სურათები ახალი არ არის. 

ამასთან ერთად, რუსეთის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვლადიმერ პუტინისა და ვიაჩესლავ ლებედევს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება. 

მეტიც, თუ ვებგვერდის ინფორმაციით ვიმსჯელებთ, რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვედრა 11 მარტის შემდეგ არ გაუმართავს და არც რომელიმე ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები